A
ASMC -ისპროგრამის ფარგლებში 2019 წლის 5თებერვალს ორგანიზებულ მეორე სემინარზე კურსების მონაწილეებმა მოისმინეს სეოკ-ისა და მოწვეულ ექსპერტთა პრეზენტაციები სპორტული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის – მარკეტინგის მენეჯმენტი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება, ფინანსური მართვის თავისებურებები და სხვა.
განვლილი პერიოდი დაეთმო მიწოდებული მასალის შესწავლას MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემების მიხედვით და საკუთარი პრეზენტაციების მომზადებასა და დამუშავებას.
კურსების მონაწილეებმა – სხვადასხვა სპორტული ფედერაციების სპორტის ადმინისტრატორებმა, მწვრთნელებმა, მე-2 სემინარზე წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები და გაგვიზიარეს ინფორმაცია თავიანთ სპორტული ორგანიზაციებში არსებული პრობლემების, პრიორიტებებისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ.
მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის” („Managing Olympic Sport Organizations- MOSO”) სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.
მენეჯმენტის კურსები 2019 წლის ივნისში დასრულდება და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.