მთავარი ახალი ამბები “სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი ისევ არ არის მიმართული ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზდისაკენ.”

“სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი ისევ არ არის მიმართული ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზდისაკენ.”

378
0

არასამთავრობო ორგანიზაცია, “ახალი საზოგადოება”  სოციალურ ქსელში წერს განათლების სისტემაში არსებულ რეალურ  პრობლემებზე.  ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.

“ბოლო დღეებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსკენ“.
ბევრი კრიტიკა და ბევრიც საქებარი ითქვა , ბევრი კითხვები და პასუხებია სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი ისევ არ არის მიმართული ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზდისაკენ. 
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაგადამდები დაავადებების გავრცელება დღეს მსოფლიო მოსახლეობის 60%-ს მოიცავს, საქართველოში ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის წილი, საერთო მაჩვენებლის 90%-ზე მეტს შეადგენს, მათ შორის არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, კიბო, სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვ.
ასევე თუ გადავხედავთ არსებულ კვლევებს ბოლო ათწლეულის მანძილზე, სულ უფრო და უფრო მყარდება მოსაზრება, რომ ფიზიკურ აღზრდაზე წვდომა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, არა მხოლოდ უფლებაა ადამიანისა, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც განვითარებისათვის.
ფიზიკური აღზდა და სპორტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განვითარების ყველა სფეროზე, როგორიცაა: ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური ჩართულობა, პოლიტიკური განვითარება, მშვიდობა და უსაფრთხოება. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სკოლებისთვის ფიზიკური აღზდის განვითარების მიმართულებით.”
“ახალი საზოგადოება”

წყარო:https://www.facebook.com/akhalisazogadoeba/