მთავარი ახალი ამბები დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქის და, დედა ნატალია არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქის და, დედა ნატალია არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა

850
0

პატრიარქის და, დედა ნატალია დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეკონომოსია და იგი არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

პატრიარქის მდივანმა კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეკონომოსი თბილისში მოქმედ 200–ზე მეტ ეკლესიას ყავს.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საზოგადოების ნაწილის სიცრუით გამოკვებას. კერძოდ, გუშინ, 21:00 საათიან „კურიერში“ სიუჟეტი მიუძღვნეს პატრიარქის დას, დედა ნატალიას და განაცხადეს, რომ დედა ნატალია არის „გავლენიანი ბიზნესმენი“.

სინამდვილეში დედა ნატალია გახლავთ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეკონომოსი. მის მოვალეობებში შედის ტაძრის მომარაგება სანთლით, წიგნებითა და ხატებით. იგი ზრუნავს და ხელმძღვანელობს ტაძრის მომსახურე პერსონალს: მესანთლეებს, დამლაგებლებს, დარაჯებს და ასე შემდეგ. ეკონომოსმა თვის ბოლოს უნდა გააკეთოს ანგარიში და მოახსენოს ტაძრის წინამძღვარს. მოგების შემოსავლიდან კი გაიცემა ხელფასები მგალობლებზე და სხვა მომსახურე პერსონალზე, გადახდილი იქნება კომუნალური გადასახადები, ხოლო ძირი თანხა კვლავ გადაიდება სანთლის და სხვა ინვენტარის შესაძენად. თუ ეს ბიზნესმენობად ითვლება, მაშინ მარტო თბილისში მოქმედ 200–ზე მეტ ეკლესიას ყოლია თითო ბიზნესმენი, რადგან ყველა ეკლესიას ჰყავს ეკონომოსი და წინამძღვართან შეთანხმებით, ახორციელებენ იგივე საქმიანობას“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

წყარო:https://www.interpressnews.ge/ka/article/532808-dekanozi-mikael-botkoveli-patriarkis-da-deda-natalia-aranair-biznessakmianobas-ar-eceva