მთავარი ახალი ამბები ნინო წიკლაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა

ნინო წიკლაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა

335
0

14 თებერვალს ორეში (შვედეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა გიგანტური სლალომი გაიმართა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა – ნინო წიკლაურმა პირველ ცდაზე კვალიფიკაცია გაიარა და საბოლოოდ 52-ე ადგილი დაიკავა. ნინომ თავის კარიერის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია პირველად გაიარა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას!

მსოფლიო ჩემპიონი სლოვაკი პეტრა ვლხოვა გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიპოვა, იგი პირველ ცდაში ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ მან გამარჯვებულთან +0.14 წმ. წააგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი ვარკვლავი მიკაელა შიფრინი გახდა, მან პეტრასთან +0.28 წმ. წააგო.

ხვალ, 16 თებერვალს გაიმართება სლალომი, სადაც ნინო ისევ იასპარეზებს.

წარმატებას ვუსურვებთ ნინოს!

წყარო:http://gsf.ge/ge/node/803?fbclid=IwAR1mYg9dlEYzjHYBxx10em6DmJei1Jz4Xj34piH9Qqh3_Gp2NRQtk5DSGyY