მთავარი ახალი ამბები თბილისში ე. წ. ,,ლგბტ” პირთა პრაიდი გაიმართება

თბილისში ე. წ. ,,ლგბტ” პირთა პრაიდი გაიმართება

546
0

როგორც მიამბე.GE – სთვის გახდა ცნობილი ,,ლგბტ” – პირები აანონსებენ, რომ პრაიდი გაიმართება 18-23 ივნისს.

მათი თქმით, აღნიშნული პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც დასასრულს მოჰყვება ე. წ. ,,ღირსების მარში”, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ღონისძიება არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, მათი თქმით, საქართველოში მათ არ ეზეიმებათ.

თბილისის პრაიდი პირველი საჯარო აქტივობა იქნება 17 მაისის შემდეგ, სადაც ,,ლგბტ” თემის აქტივისტები საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვლენ.