მთავარი ახალი ამბები მიხეილ ბატიაშვილი: „დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ...

მიხეილ ბატიაშვილი: „დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კავშირში იქნება“

65
0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პირველი პირების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო კულტურისა და განათლების კუთხით ორი ქვეყის თანამშრომლობას, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგაციის პროცესში გერმანიის აქტიური მხარდაჭერისა და დახმარების საკითხები განიხილეს.