მთავარი ახალი ამბები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა

465
0

ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე  მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ ქ-ნმა ინგრიდა ლევრენცემ მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ლატვიის რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.

წყარო: Patriarchate.GE