მთავარი ახალი ამბები 43-ე ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა შუალედური წვრთნები დაასრულა

43-ე ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა შუალედური წვრთნები დაასრულა

764
0

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“, ავღანეთში გადასროლისწინა შუალედური წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაშავებულის ევაკუაციის, მოტორიზებული პატრულირების, კონტაქტზე რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ამოცანები შეასრულეს. ინსტრუქტორების შეფასებით ქართულმა ქვედანაყოფმა დაკისრებული დავალება წარმატებით შეასრულა. გადასროლისწინა წვრთნების ფარგლებში, 43-ე ბატალიონის სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.