მთავარი ახალი ამბები გიორგი ქობილია სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

გიორგი ქობილია სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

799
0

„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ. ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. „სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც – ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.