მთავარი ახალი ამბები ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების კურსი დაიწყო

ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების კურსი დაიწყო

733
0

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის პერსონალისთვის  „ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების“ (LOGREP)  კურსი იმართება. სემინარი მიზნად ისახავს ლოჯისტიკური კუთხით პერსონალის მომზადებასა და იმ სტანდარტებთან მიახლოებას, რომელიც  ნატოს მიერ წარმოებულ საერთაშორისო  სწავლებებსა თუ საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციებშია დანერგილი. 

ტრენინგთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად უნგრეთის რესპუბლიკიდან  მობილური საწვრთნელი ჯგუფი ესტუმრა. ოთხდღიანი კურსის განმავლობაში უნგრელი ინსტრუქტორები  ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებენ და ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების შესახებ  მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.