მთავარი ახალი ამბები TBC (თიბისი) ბანკი ,,…არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არამხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ...

TBC (თიბისი) ბანკი ,,…არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არამხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის” – მამუკა ბახტაძე

103
0

TBC (თიბისი) ბანკის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას აკეთებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელი სახით:

„მე TBC (თიბისი) ბანკთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირე პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, TBC (თიბისი) ბანკის არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის და ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთა TBC (თიბისი) ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად, ჩვენ გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება TBC (თიბისი) ბანკისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. უფრო მეტიც, მე გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი დღის მონაცემებით, ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც გაუზარდეს და ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად, ფიჩმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის, რომ ჩვენი საბანკო ფინანსური სექტორი არის ძალიან მდგრადი. დანარჩენი, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ ალბათ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას.”