ისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ატეფ ტარავნესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკას, ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა 2018 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და მიმდინარე წლის აპრილში იორდანიის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.