მთავარი ახალი ამბები ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოსა და ინგლისს შორის ერთობლივი ვარჯიშისას უსიამოვნო გაწევ-გამოწევა...

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოსა და ინგლისს შორის ერთობლივი ვარჯიშისას უსიამოვნო გაწევ-გამოწევა მოხდა.

197
0

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოსა და ინგლისს შორის გუშინ გამართული ერთობლივი ვარჯიშისას შერკინების დროს გუნდებს შორის ორჯერ უსიამოვნო გაწევ-გამოწევა მოხდა.

პირველივე შერკინების მოწყობის შემდეგ გუნდებს შორის დაპირისპირება როგორც “დეილი მეილი” იტყობინება ქართველების ინსპირირებით მოხდა, რაც ინგლისელებმა უპასუხოდ არ დატოვეს რომელთაგანაც ელის გენჯი აქტიურობდა, მეორე შერკინებაც პირველის მსგავსად წარიმართა და დაპირისპირებაში უფრო მეტი მორაგბე ჩაება, ამჯერად მოვლენათა ეპიცენტრში უკვე ბილი ვუნიპოლა მოექცა. ორივე შემთხვევაში მწვრთნელები სწრაფად ჩაერივნენ და დაძაბულობა განმუხტეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მილტონ ჰეიგმა განაცხადა რომ როდესაც ორივე მხარე მობილიზებულია არ დათმოს არც ერთი მილიმეტრი შერკინებაში, ნორმალურია რომ დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. ეს შემთხვევა თავის გაკონტროლების კარგი ტესტია