მთავარი ახალი ამბები ნათია თურნავა ახლადაშენებულ ჰიდროელექტროსადგურ „შილდაჰესი-1“-ის მუშაობას ადგილზე გაეცნო

ნათია თურნავა ახლადაშენებულ ჰიდროელექტროსადგურ „შილდაჰესი-1“-ის მუშაობას ადგილზე გაეცნო

673
0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1“-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.   

სადგური, რომელიც  ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ის მცირე ზომის ჰესია დადგმული სიმძლავრით 1,2 მეგავატი, სადგურის წლიური გამომუშავებაა 8,7 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯი“-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 50, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი – 1“ მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე გადასახადს იხდის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „შილდაჰესი-1“ მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო სოფელ შილდისთვის, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის. „ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე