მთავარი ახალი ამბები ზამთრის საბაზისო კურსი ბაკურიანში

ზამთრის საბაზისო კურსი ბაკურიანში

751
0

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის (PFP) ფარგლებში დაბა ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს. ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და არაწევრი 8 ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევებში წვრთნიან.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები საქართველოს ტავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად აშშ-დან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილ ჯარისკაცებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ასწავლიან. კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც ახორციელებენ.

სამთო მომზადების კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და დასრულების შემდგომ კურსანტებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.