მთავარი ახალი ამბები ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

288
0

მიმდინარე წლის 20-დან 25 თებერვლს, ბუქარესტში მათემატიკის მასტერსის (Romanian Masters) მე-11 ოლიმპიადა გაიმართა, სადაც მხოლოდ ის 25-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ბოლო ორი წლის წარმატებების გათვალისწინებით, საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში და საკმაოდ დამაჯერებელ წარმატებასაც მიაღწია- ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავა, ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი და ა.შ.

საქართველოს გუნდის ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. არცერთი მათგანი ინდივიდუალურ ჩათვლაში უპრიზოდ არ დარჩენილა:

  • ნიკოლოზ ბირკაძე – ვერცხლის მედალი;
  • ბაქარ გამეზარდაშვილი – ვერცხლის მედალი;
  • თეიმურაზ თოლორაია – ბრინჯაოს მედალი;
  • ლუკა მუშკუდიანი – საპატიო სიგელი.
  • გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ივანე გოქაძე, დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

აღსანიშნავია ამ ოლიმპიადაში საქართველოს წარმომადგენელთა კიდევ ერთი მიმართულებით წარმატება – საკონკურსო ამოცანების საბოლოო ექვსეულის შესარჩევად შედგენილ ე.წ. „შორთლისტში“ ქართველი მათემატიკოსის, გიორგი არაბიძის მიერ შედგენილი გეომეტრიული ამოცანა მოხვდა.

ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ “საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების” ქვეპროგრამის ფარგლებში.