მთავარი ახალი ამბები შეხვედრა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან

შეხვედრა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან

733
0

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელსშეწყობასთან დაკავშირებით. საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცეში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის 2 მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის 2 ოპერაცია ჩატარდება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი. სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი. ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანპლანტაციაზე მოდის.