მთავარი ახალი ამბები რეკომენდაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს

რეკომენდაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს

84
0

არასამთავრობო ორგანიზაცია,  „აკადემიური გამჭვირვალობა“  რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. ტექსტ უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №96/ნ (9 ივნისი, 2017 წ. ქ. თბილისი) დისკრიმინაციულია, რადგან კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს (იხ. მუხლი 8.6: „კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები“).
http://www.rustaveli.org.ge/…/5ead6a062a857a84b578f21098abd…
ამრიგად, ყველა კონკურსანტი ვერ სარგებლობს თანაბარი შესაძლებობით, რომ მისი ნაშრომის შეფასება უშუალოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ მოხდეს.

ამასთან, ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული კომისიის დაკომპლექტებისა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები, რაც სისტემური კორუფციისა და არაკვალიფიციური შეფასებების შესაძლებლობას იძლევა. არსებული ხარვეზის გამო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების განკარგვა წლების მანძილზე არაობიექტური შეფასებების მიხედვით ხდება.

აუცილებელია მინისტრის ბრძანებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, შეფასების პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და ყველა კონკურსანტს მიეცეს კვალიფიციური შეფასების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.

გიორგი მაჭარაშვილი
„აკადემიური გამჭვირვალობის“ გამგეობის თავმჯდომარე”