მთავარი ახალი ამბები საქართველოსადა საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოსადა საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა გრძელდება

67
0

2019 წლის 5 მარტს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთისსამეცნიეროთანამშრომლობისშესახებღონისძიება მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობებისა და პერსპექტივების მიმოხილვას. საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ – ქალბატონმა ელეონორ გარნიემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მიმოიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • საფრანგეთის კვლევითი გარემო
  • საგრანტო სქემები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები
  • სამეცნიერო გაცვლითი და მობილობის პროგრამები
  • საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’

სესიის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.