მთავარი ახალი ამბები თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი ატაშე დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი ატაშე დააჯილდოვა

768
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ლევან იზორიამ ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი ფულცს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი ფულცს საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშეს პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიზი შეცვლის