რეტრო ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხებათ. ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მსმენელის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის რარიტეტულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

„ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ჩანაწერი გვაქვს, რომ რარიტეტულად ანუ ისტორიულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტომობილები. შესაბამისად, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პერიოდული ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების ვალდებულება არ ეხება,“- აღნიშნა იორდანიშვილმა.

პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება.

პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. „საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში“ ამბობენ, რომ რეფორმა სამომავლოდ ჰაერის დაბინძურების პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარია. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური ინფორმაციისთვის  ცხელი ხაზი მუშაობს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად