მთავარი ახალი ამბები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ გარბენში #SilkRoadCup-2019 მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ გარბენში #SilkRoadCup-2019 მიიღო მონაწილეობა

282
0

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით 2019 წლის 9 მარტს გაიმართა  მოძრაობა – #იყავიაქტიურისაქართველოში  ფარგლებში  თემატური დიპლომატიური კორპუსის  გარბენი  #SilkRoadCup-2019. 

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო. მინისტრმა კომენტარში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული.

„ჩვენ მივესალმებით, კორპორატიული სპორტის ფედერაციის ამ ძალიან კარგ წამოწყებას და ინიციატივას , რომელსაც მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვადასხვა საელჩოებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა. თურქმენეთის საელჩო გამოვიდა როგორც ერთ-ერთი თანასპონსორი ამ ინიციატივის. ჩვენ რეგულარულად გავაკეთებთ მსგავს ღონისძიებებს, რადგანაც ჯანმრთელობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იქნება ამ ინიციატივის ავანგარდში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გარბენში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და  ასევე მოყვარულმა მორბენლებმა. თემატური გარბენი ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, სამახსოვრო თასებით და ფასიანი პრიზებით. თემატური გარბენი მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.