მთავარი ახალი ამბები რა კავშირს ხედავენ ფემინისტთა მცირე აქციას შორისა და მრავალათასიან სტუდენტთა მსველობას...

რა კავშირს ხედავენ ფემინისტთა მცირე აქციას შორისა და მრავალათასიან სტუდენტთა მსველობას სამების ტაძრისკენ

2319
0

10 მარტს, სამების თაძრისკენ სტუდენტური მსვლელობასთან დაკავშირებით, მიამბე.GE დაუკავშირდა ბლოგერ, კონსერვატიული იდეების დამცველ, ზურა მახარაძეს, რომელსაც სთხოვა, რომ ამ საკითხის გარშემო ემსჯელა და ერთგვარი ანალიზის საფუძველზე დღევანდელ მდგომარეობასთან პარალელის გავლებით, საკუთარი აზრი გადმოეცა, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არ ვიცი რამდენად გაიგეთ, მაგრამ 10 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციამ მასშტაბური მსვლელობა მოაწყო სამების ტაძრისკენ. კი იკითხავთ, მერე რა მოხდა ასეთი, ამ ჩვენს ქალაქს მსვლელობები უკვირს თუ აქციებიო. პრინციპში მართალიც იქნებით, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომლის გასაგებადაც ეს მსვლელობა საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს. აბა გაიხსენეთ, ორიოდე დღით ადრე, 8 მარტს რამდენჯერ მოგხვდათ ტელევიზიასა და ინტერნეტსივრცეში ფემინისტების აქციები. ათიოდე უცნაურად ჩაცმული ქალის ტრანსფარანტებს და მოწოდებებს ჟურნალისტთა მთელი კორპუსი აშუქებდა, ხოლო ამ მსვლელობამ, რომელშიც ათასობით ახალგაზრდა იყო ჩართული, ჩვენი საინფორმაციო სივრცის გვერდის ავლით ჩაიარა. და არა, მე ახლა იმ ბანალურ ჭეშმარიტებაზე არ მაქვს საუბარი, რომ ლიბერალური მედია კონსერვატიულ დღის წესრიგს ბლოკავს. საქმე უფრო ღრმადაა და ამის გასაგებად, ლიბერალური მითოლოგიის აღწერა დაგვჭირდება. ქართულ რეალობაში, ლიბერალიზმმა მრავალი მითი შვა, ითვლება რომ ამ იდეოლოგიისადმი კუთვნილება, რატომღაც მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია. ითვლება რომ, პატრიოტიზმზე ისინი ექსკლუზივს ფლობენ და ყველა სხვა რუსეთის მონაა. არსებობს მითი რომ, ტრადიციული ფასეულობების დაცვა ჩამორჩენილობის, გაუნათლებლობის ტოლფასია და ამის დასამტკიცებლად ,,მკვლელ არგუმენტსაც“ იშველიებენ, რომ ახლა XXI საუკუნეა. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ მითებს განეკუთნება მითი იმაზე, რომ ტრადიციული კონსერვატიული, მორწმუნე საზოგადოება საქართველოში, ეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთია (რატომ ნუ იკითხავთ, მაინც აზრი არ აქვს). ლიბერალებს მტკიცეთ სჯერათ, რომ საჭიროა უბრალოდ დავიცადოთ, ეს ბებერი ჩამორჩენილი და არაპროგრესული ხალხი სულ მალე გადაშენდება და მათ ბასიანისა და თეთრი ხმაურის სულისკვეთებაზე გაზრდილი თაობა ჩაანაცვლებს. სწორედ ამ მითს ანგრევს იმ ათასობით ახალგაზრდის და სტუდენტის უზარმაზარი ნაკადის მსვლელობა კათალიკოს-პატრიარქთან შესახვედრად, რომელიც მედიამ ასე ცივად გაატარა თავისი ყურადღების მიღმა. როგორც აღმოჩნდა, ციანიდის საქმის, ჯიპიანი ,,მამაოებისა” და კიდევ უამრავი კარგად მომზადებული და განხორციელებული პიარული დარტყმების მიუხედავად, მომავალი მათი არ არის.

მომავალი ჩვენია ! ”