მთავარი ახალი ამბები გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გამართა

გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გამართა

137
0

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი  ზუგდიდში, ომის ვეტერან დევნილებს შეხვდნენ.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სამინისტრო  სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პრიორიტეტი ვეტერანი დევნილების გრძელვადიან განსახლებას  მიენიჭება.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვეტერანი დევნილების შეკითხვებს უპასუხა, მათი საჭიროებები მოისმინა და დახმარება აღუთქვა.