მთავარი ახალი ამბები საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წელი

საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წელი

35
0

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებულები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობაკიძემ დააჯილდოვა.

კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების შესახებ, ასევე მათი დამოკიდებულების წარმოჩენა სახელმწიფოებრიობის პროცესში პარლამენტარიზმის როლის თაობაზე.