მთავარი ახალი ამბები „სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ – ჯეფრი დევიდ...

„სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ – ჯეფრი დევიდ საქსი

39
0

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც ანათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივის – მშპ-ს 6 %- ით განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„საქართველო უახლოეს მომავალში იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა იქნება განათლება და ცოდნა. საქართველოს უკვე სტუმრობს უამრავი ტურისტი, გარდა ამისა ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და საფინანსო სექტორი. მთავრობის ახალი მიდგომა – ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას, არის ის გზა, სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს ზუსტად ისეთივე მოწინავე დარგად აქცევს, როგორც ჯანდაცვას და ტურიზმს. ძალიან მიხარია, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით წავიდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რასაც ეს საქართველოს მოუტანს”