მთავარი ახალი ამბები საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები უკვე ბათუმშია.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები უკვე ბათუმშია.

204
0

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბათუმი 6-13 აპრილს უმასპინძლებს დასკვნით შეკრებაზე გადავიდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ნაკრების კაპიტანმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ, ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ და ძალოსნობის წარმომადგენლებმა საშეჯიბრო დარბაზი მოინახულეს. დარბაზში, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ ევროპული ფიცარნაგი მოსინჯეს.