მთავარი ახალი ამბები ,,ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა” – ილია...

,,ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა” – ილია II სრულიად საქართველოს კოთოლიკოს-პატრიარქი

668
0

,,გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია.