მთავარი ახალი ამბები ეთა-ს იუნკერები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ეთა-ს იუნკერები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

239
0

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ. 

მომავალმა ოფიცრებმა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციების გამოფენა დაათვალიერეს. ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების მულტიმედიურ გამოფენას ეროვნული მუზეუმი მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში მასპინძლობს. 


დღესვე, იუნკერებმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისა და იარაღ-საჭურველის ექსპოზიციები, ასევე მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი დაათვალიერეს. 
მომავალი ოფიცრების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.
მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.