მთავარი ახალი ამბები საქართველოს პრემიერ მინისტრი: დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი

საქართველოს პრემიერ მინისტრი: დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი

730
0

დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი.
განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

გენერალურ მდივანთან ერთად „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) ასევე შევხვდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს.

გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტური და ძლიერი გზავნილია იმისა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე.