მთავარი ახალი ამბები ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

30
0

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდებიან.

მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტერნეტი, ნივთების ინტერნეტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები, სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში, საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოწინავე პოზიციას იკავებს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერის და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მიმართულებით.

“ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” – ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:

პანელური დისკუსია – სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. მოდერატორი – გიორგი შარაშიძე.
1. მარიამ შარანგია – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო,
2. ანდრო რურუა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი,
3. ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი,
4. ნიკოლოზ გოგოჭური- VREX,
5. სანდრო კანდელაკი – Spark • სპარკი,
6. სანდრო ვეფხვაძე – საპარტნიორო ფონდი,
7. გივი ბერიძე – Edison,
8. ლაშა ანთაძე – Shelf Network,
9. დაჩი ჭოლაძე – Pulsar AI,
10. სანდრო მჭედლიშვილი – Smarter.ge
11. დიტო აბულაძე – Smarter.ge
12. მერაბ ლაბაძე – ინოვაციური განათლების ფონდი
13. დავით მირველაშვილი – კრეატიული განვითარების ცენტრი
14. ზურაბ პერტაია – Techub
15. გიორგი კინწურაშვილი – BogFintech
16. ნინუცა ნანიტაშვილი – ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი
17. გიორგი ესვანჯია – TTM
18. ელენე ჟვანია – impacthub
19. გიორგი დანელია – Copter tech

ფესტივალის ჩატარების დრო  – 26 მარტი, 10:00 საათი.