მთავარი ახალი ამბები თბილისი ენერგოეფექტურ მშენებლობაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი ენერგოეფექტურ მშენებლობაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

114
0

თბილისი (GBC) – თბილისი ენერგოეფექტურ მშენებლობაზე  პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა”  28 მარტს, 9:00 საათზე, სასტუმრო“თბილისი მარიოტში” გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების #1 ჰაბი www.propertygeorgia.ge (Property Georgia) და პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო – საქართველო. თანაორგანიზატორია ინოვაციურიბი ბიზნეს გადაწყვეტილებებისცენტრი C4IBS (Center for Innovative Business Solutions).

კონფერენციის მხარამჭერია საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო და “ფონდი მწვანე ზრდისთვის” (GGF).

საერთაშორისო კონფერენციას “ენერგოეფექტური მშენებლობა” გახსნის მაიაცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურისმინისტრი და ვინსენტ რეი, “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში”,პროექტების განყოფილების უფროსი. ღონისძიებას დაესწრებიანწარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,დიპლომატიური კორპუსიდან, სამშემენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პროფილური საერთაშორისოსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ასენ მაკედონოვი, “უძრავი ქონებისსაერთაშორისო ფედერაციის” (FIABCI) მსოფლიო პრეზიდენტიენერგოეფექტურობის სარგებელზე და კონფერენციის მნიშვნელობაზე:

“შენობების და მშენებლობის გლობალური ასოციაციის კვლევის მიხედვით,მსოფლიოში CO2-ის ემისიის 20% სამშენებლო სექტორზე მოდის, რომლის 60%-იცელექტრო და გამათბობებლი სისტემების ხარჯზეა. მშენებლობა ყველა სხვასექტორზე მეტ ენერგიას მოიიხმარს. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდებაპოპულაციის და შესაბამისად ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, რაც საბოლოოჯამში ენერგიის მოხმარების ზრდაში აისახება. შესაბამიად, ამ კონფერენციისმიზანი მაღალი ინტერესის საგანია, რადგან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაბენეფიტებს იძლევა რამდენიმე მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური,სოციალური თუ გარემოს დაცვის კუთხით მიღებული სარგებელი.”

არსენ კარაპეტიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (სომხეთის ოფისი)ეროვნული ექსპერტი საცხოვრებელი პოლიტიკის და მრავალბინიანიაპარტამენტტების მშნებლობის მართვის საკითხებში:

“ბოლო წლების განმავლობაში ენერგოეფექტურობა მშენებლობაში სარგებლისმომტან თემად ჩამოყალიბდა, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხება მსოფლიომასშტაბით. ეს საკითხი გამოვწვევა გახდა სამშენებლო და ზოგადად უძრავიქონების ბაზარზე მოღვაწე მთავარი მოთამაშეებისთვის. უამრავ არქიტექტორს,დიზაინერს, მშენებელს, ინჟინერს, პროექტ-მენეჯერს, დეველოპერს თუ ვენდორსუწევს სწრაფად შეისწავლოს ტექნოლოგიების, უნარების და ცოდნის ცვალებადიტრენდები.”

ლოიდ სტივენსი, “ფონდი მწვანე ზრდისთვის” (GGF)-ის მრჩეველი კომპანიისFinance In Motion-ის დირექტორი: მშენებლობაში ენერგოეგექტურიღონისძიებების პრომოუშენი ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რითაც “ფონდიმწვანე ზრდისთვის” რეგიონში სამშენებლო სექტორის მდგრადი განვითარებისმხარდაჭერას ახორციელებს. მოხარული ვართ, რომ გავხდით ამ კონფერენციისპარტნიორები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამს ხაზსდა სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის შესაბამის პოლიტიკურდა ეკონომიკურ მოთამაშეებს აერთიანებს. ეს სწორედ ის ინიციატივაა, რაცსაქართველოს უძრავი ქონების სექტორს ესაჭიროება.”

ქართველ პრეზენტატორებთან ერთად, კონფერენციის “ენერგოეფექტურიმშენებლობა” სპიკერები არიან ენერგოეფექტურობის სფეროში დიდიგამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები:

– “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD)

– “გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა” (UNDP)

– წამყვანი საერთაშორისო საბროკერო კომპანია Colliers International Georgia

– “უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია” FIABCI, The International Real

Estate Federation

– ენერგოეფექტურობის ესტონური საკონსულტაციო კომპანია Pro Advice OU

– MACS Energy & Water GmbH

– კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრი

ღონისძიების ფარგლებში, გლობალური კომპანიების წარმომადგენლებიისაუბრებენ შენობების სერტიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუროგორ ავაშენოთ ენერგოეფექტური შენობები და როგორ ვაქციოთ ძველიმშნებელობები ენერგოეფექტურად.