მთავარი ახალი ამბები სალომე ზურაბიშვილი – საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს...

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს

803
0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნატო-საქართველოს სწავლება 2019” – ის მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” (JTEC) ეწვია და პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და ნატო-ს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” მეთაურის მოადგილე, ადმირალ მანფრედ ნილსონთან ერთად, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა სწავლებაში მონაწილეებს მიმართა, ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის – ბატონ სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
,,დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება – 2019-ის“ წარმატებით დასრულებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ.
დღეს, ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატოს წევრობა;

ჩვენი მიზანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძე