მთავარი კატეგორიის გარეშე იხილეთ ყველა დროის 5 საუკეთესო კინო:

იხილეთ ყველა დროის 5 საუკეთესო კინო:

981
0

1 ადგილი, 

ფორესტ გამპი — რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე.

 

 

 

 

 

 

 

2 ადგილი  

„ნათლია“ (ინგლ. The Godfather) — 1972 წლის ფრენსის  ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. „ნათლია“ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინოში

 

 

 

3 ადგილი  ბნელი რაინდი (ინგლ. The Dark Knight) — 2008 წლის სუპერგმირული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია DC კომიქსებისპერსონაჟ ბეტმენზე. ფილმის რეჟისორი და ძმასთან, ჯონათან ნოლანთან ერთად ერთ-ერთი სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის ნაწილი და ბეტმენი: დასაწყისის გაგრძელება.

 

 

 

 

4 ადგილი
გაქცევა შოუშენკიდან (ინგლ. The Shawshank Redemption) — 1994 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარისტია ფრენკ დარაბონტი, პროდიუსერია ნიკი მარვინი, ხოლო მუსიკა ეკუთვნის ტომას ნიუმენს. მონაწილეობენ ტიმ რობინსი, მორგან ფრიმენი. ფილმი დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკიდან“. ფილმში მოთხრობილია ბანკირ ენდი დიუფრეინის ისტორია, რომელსაც ბრალს დასდებენ საკუთარი ცოლისა და საყვარლის მოკვლისთვის და მიუსჯიან სამუდამო პატიმრობას შოუშენკის ციხეში, რის შემდეგაც გადაწყვეტს ციხიდან გაქცევას.

 

 

 

5 ადგილი

  

 

„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა“ (ინგლ. Star Wars Episode V: The Empire Strikes Back) — 1980 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის რიგით მეორე ფილმი ციკლიდან „ვარსკვლავური ომები“. ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან იავინ IV და განაგრძობს მათ ძიებას.