მთავარი კატეგორიის გარეშე ”ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარსა” – უწმინდესი და უნეტარესი – ილია II

”ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარსა” – უწმინდესი და უნეტარესი – ილია II

60
0

სამების საკათედრო წაძარში საკვირაო მსახურება აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მრევლს ქადაგებით მიმართა:
„ჩვენთან არ ღმერთი, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ, ამ კვირას კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე, ყოველი ადამინაი არის მატარებელი ჯვარისა და ღმერთმა ინებოს რომ, ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი, ძალიან ხშირი შემთხვევაა როცა ადამიანი, თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმე, აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარი, ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარსა, ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ მაღლა, ზეცისაკენ და ადამიანისაკენ, ყოველმა ადამიანმა უნდა თავისი ცხოვრებით გამოსახოს ჯვარი, ღმერთმა ინებოს რომ ყოველმა ჩვენთაგანმა ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა.“

„დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლის ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი საქართველოსი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისათვის“