მთავარი ახალი ამბები ახალი გამოწვევა (ფოტო)

ახალი გამოწვევა (ფოტო)

245
0

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 6 აპრილს აღინიშნება, საქართველო „თეთრი ბარათის“ კამპანიას უერთდება

კამპანიის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის ე.წ. “წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

“თეთრი ბარათის” კამპანიაში მონაწილეობას იღებენ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.

ჩაერთეთ კამპანიაში:

1 გადაიღეთ სელფი თეთრი ბარათით;

2 გააზიარეთ ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით – #WhiteCard და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები.