მთავარი ახალი ამბები თორმეტი მაისი, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღედ გამოცხადდება – მამუკა ბახტაძე

თორმეტი მაისი, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღედ გამოცხადდება – მამუკა ბახტაძე

1239
0

მამუკა ბახტაძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომ 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად გამოცხადდეს ღმრთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

მამუკა ბახტაძე:
“დღეს, მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ”.

პრემიერის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსშესანიშნავი დღესასწაული გახდება.