მთავარი საზოგადოება ,,მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ...

,,მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს” – თამაზ ნამგალაური

727
0

თამაზ ნამგალაური, ევროპის 4 გზის ჩემპიონი, რომელმაც არაერთი დანაშაული ჩაიდინა, ხოლო უკანასკნელზე, საკუთარი ბიძაშვილის მკვლელობასა და გაუპატიურებაზე, იგი დააკავეს. გთავაზობთ სასამართლო პროცესზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვების ციტირებას:

“1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი, დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად…
დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის – მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს. არც წინასწარი გამოძიებისას უარვყოფდი და არც ახლა უარვყოფ დანაშაულს, მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემს დამცველს და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა”.

თამაზ ნამგალაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ოფიციალური ვერსიით, 1991 წელს ორთაჭალის ციხის ბუნტის შემდეგ 5 დღეში აღსრულდა. ნამგალაურის დედა შვილის გადასარჩენად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარა. საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ადვოკატის მოთხოვნა და არც სსრკ-ის გენერალური პროკურატურის პროტესტი განაჩენის შეცვლისა და სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.