მთავარი ახალი ამბები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

პირველი მოსმენის პროცედურა თავიდან იქნება გასავლელი.