მთავარი ახალი ამბები ,,რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა” –...

,,რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა” – კახა კალაძე

619
0

კახა კალაძის მიერ ზუგდიდში წარმოთქმული დიტყვის ამონარიდი, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები დღეს თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, დედით მეგრელი ვარ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები. რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები და ქალაქები, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით