მთავარი ახალი ამბები „დღეს ზეიმია სიყვარულისა“ – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

„დღეს ზეიმია სიყვარულისა“ – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

1385
0

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში მდებარე ხარების ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს: ამ დღეს ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა.

დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!