მთავარი მიმართულებები კულტურა მარტყოფის ბრძოლა ხარება დღეს

მარტყოფის ბრძოლა ხარება დღეს

144
0
ნახატი - ნიკალა ფიროსმანისა „გიორგი სააკაძე იცავს საქართველოს მტრებისგან

1625 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით, ქართველებმა მარტყოფის ველზე, შაჰ-აბასის 35 000-იანი ყიზილბაშთა ჯარი გაანადგურა, ამ გამარჯვებამ ხარება დღეს, ივერიელთა ლაშქრისა და დიდი მოურავის თავგანწირულმა სიმამაცემ, საქართველო იხსნა გამაჰმადიანებისაგან, გამხეცებულმა შაჰ-აბასმა გიორგი სააკაძის მძევლად დატოვებულ შვილზე იძია შური და პაატას თავი მოჰკვეთა, ასე შესწირა აბრაამის ისააკივით უფალსა და სამშობლოს უსაყვარლესი პირმშო გიორგი სააკაძემ.
ათელში იყოს ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გმირულად შეწირულ ქართველთა სულები და უკვდავი იყოს გიორგი სააკაძის სახელი – უდიდესი მხედართმთავრისა და მამულიშვილისა.
ყოველ ხარება დღეს ქართველები ვალდებულები ვართ მოვიგონოთ, მარტყოფის ეპოპეის გმრითა სულები, რათა მომავალ თაობას არ დაავიწყდეს ვისი გორისანი ვართ.
წამს დადგება დრო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, წმინდანად შერაცხავს, ჯერ პაატა სააკაძეს ხოლო შემდეგ გიორგი სააკაძის მთელ ოჯახს.

ვაჟა ოთარაშვილი