მთავარი ახალი ამბები 12 მაისი უქმე დღედ დაწესდა

12 მაისი უქმე დღედ დაწესდა

ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. დოკუმენტის თანახმად, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე-იმედის დღე იქნება.

მომზადებული ცვლილებებით დაკონკრეტდება, რომ 12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება.

4 აპრილს მთავრობამ პარლამენტს მიმართა, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გასული წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.