მთავარი ახალი ამბები ,,მე უკვე მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი...

,,მე უკვე მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს” – კახა კალაძე

133
0

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების აქციას ეხმიანება:

,,ტაქსის მძღოლების ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ, სოციალური, პრობლემები, ყველაფერი და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის ეს ცვლილებები, მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ, ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, არანაირი რეფორმა არ განხორციელდეს და ასე არ გამოვა, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ, ზოგადად, ეს მიმართულება”.