მთავარი ახალი ამბები ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

314
0

ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის. 109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფით იმარჯვა, მან აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი აწია, რაც 3 კილოგრამით მეტია წინა რეკორდზე. ორჭიდის ჯამში მან 478 კილორგამი აწია და ამით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.



შეგახსენებთ, რომ ლაშამ ატაცშიც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. პირველ ცდაზე ლაშამ 245 კილო დაძლია, მესამე ცდა კი აღარ გამოუყენებია. აკვრაში ვერცხლის მედალი სომეხმა რუბენ ალექსანიანმა მოიგო 245 კილოთი, ხოლო ბრინჯაოს მედალი ირაკლი თურმანიძეს ხვდა წილად – 241.

მანამდე თურმანიძემ წარმატებით გამოიყენა წინა ორი ცდაც აკვრაში – 227, 234. ორჭიდის ჯამში ტალახაძე ევროპის ჩემპიონია 478 კილოგრამით. ვერცხლი 447 კილოთი თურმანიძემ მოიპოვა, ალექსანიანი მესამეა 440-ით. 

მედალოსნები თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემდააჯილდოვა: “ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი