მთავარი ახალი ამბები 14 აპრილი – დედა ენის დღე

14 აპრილი – დედა ენის დღე

221
0

14 – აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება,  ამ დღის აღნიშნვა 1990 წლიდან იწყება 1978 წელს მომხდარი მოვლენების აღსანიშნავად.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.

ილია ჭავჭავაძე

1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული 100 000 მდე ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენას კარგავდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ყოველ 14 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებები იმართება დედაენის ძეგლთან.

მიამბე.ge -ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს!