მთავარი ახალი ამბები მეცნიერებმა მიწის ქვეშ აღმოაჩინეს ოკეანე, რომელიც სამჯერ უფრო დიდია ვიდრე მსოფლიო ოკეანე

მეცნიერებმა მიწის ქვეშ აღმოაჩინეს ოკეანე, რომელიც სამჯერ უფრო დიდია ვიდრე მსოფლიო ოკეანე

118
0

მკვლევარებმა წყლის დიდი რეზერვუარი აღმოაჩინეს მანტიაში, დედამიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, 600 კმ. სიღრმეზე. მისი ზომა იმდენად დიდია, რომ ამ წყლით, სამჯერ შეიძლება, დედამიწაზე არსებული, ყველა ოკეანის ავსება.
კვლევის ხელმძღვანელმა, კანადის ალბერტის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, გრემ პირსონმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, მათ დედამიწის სიღრმეში, როგორც იქნა, ოკეანეს მიაგნეს.

ეს საოცარი აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ზედაპირზე წყალი პლანეტის სიღრმიდან ამოდის და მსოფლიო ოკეანე პლანეტარული წყლის დიდ წრებრუნვაში არის ჩართული, რაც გამორიცხავს თეორიას იმის შესახებ, რომ დედამიწაზე, წყალი ყინულის კომეტებმა მოიტანეს, მილიონობით წლის წინ.

ამრიგად, დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწის ზედაპირზე წყალი, მისი სიღრმიდან არის ამოსული.

ხანგრძლივი კვკლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ წყლის რეზერვუარი 400-დან 660 კმ-მდე სიღრმეზე მდებარეობს, ზედა და ქვედა მანტიებს შორის.