მთავარი ახალი ამბები ,,ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და...

,,ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს” – ილია II

332
0

სრულიად საქართველოს ქათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის საკვირაო ქადაგება:

,,სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

დარჩა 2 კვირა და ჩვენ ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. თქვენ იცით მარიამ ეგვიპტელის შესახებ, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით ისე განიწმინდა, მდინარე იორდანეზე ფეხით გადადიოდა როგორც დედამიწაზე და დაემსგავსა ანგელოზს. შევთხოვთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.

დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, – ხსენება 14 აპრილს ქართული ენის დაცვისა. იმ დროს, 41 წლის წინ, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდებმა დაიცვეს ჩვენი ეს სიწმინდე.

ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ვერთიანდებით და ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება.

ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ქართველი ხალხი ზოგჯერ ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ ნოდარ ქათამაძეს მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დღეს ილოცება ქალაქ თბილისის 47-ე სკოლა.

ასევე ილოცებიან რუსთავის 17-ე სკოლის ჩოხოსნები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ. დალოცვილი და გახარებული იყავით.

შემდეგი კვირა იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლის კვირაა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი!”