მთავარი ახალი ამბები ადამიანის ისტორიის 850 წელი ერთი ხელის მოსმით ნადგურდება

ადამიანის ისტორიის 850 წელი ერთი ხელის მოსმით ნადგურდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის.

ასე ჩამოიშალა ისტორია… პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

Posted by ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

ამ მომენტისათვის მთავარი კოშკი და ფასადი უკვე დამწვარია და ცეცხლი ამ დრომდე არ არის ჩამქრალი.

იხილეთ CBSN-ის პირდაპირი ეთერი ამ ბმულზე. 👇

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=491059868315666&id=131459315949

სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ის ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს ედგა თავზე ჯვარცმისას.
ასევე ინახება ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

მაცხოვრის ეკლის გვირგვინი.

აქვე გეტყვით, რომ მაცხოვრის გვირგვინი ინახებოდა საქართველოში, თუმცა შემდეგ მოხდა აქედან გატანა.

აფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური უწყება საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს სთხოვს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ და საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე +33783318689 დაუკავშირდნენ.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.