მთავარი ახალი ამბები Facebook-ი აცხადებს, რომ “უნებლიეთ ატვირთულია” 1.5 მილიონი ადამიანის ელექტრონული კონტაქტები მათი თანხმობის...

Facebook-ი აცხადებს, რომ “უნებლიეთ ატვირთულია” 1.5 მილიონი ადამიანის ელექტრონული კონტაქტები მათი თანხმობის გარეშე

861
0

Facebook-მა შემთხვევით 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოიპოვა. გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„როდესაც ჩვენ ახალი მომხმარებლების მიერ საკუთარი პროფილების ვერიფიკაციის პროცედურა შევამოწმეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოგვდიოდა. ეს კონტაქტები არავისთვის მიგვიცია და ახლა მათი წაშლა მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ უკვე გამოასწორა ხარვეზი და გაუგზავნა შეტყობინება ყველა მომხმარებელს, ვისი კონტაქტებიც ძალაუნებურად მიიღო.